• გამოქვეყნების თარიღი:
    02-03-2016

საქართველოში 2014 წლის მონაცემებით გამოკითხულ დასაქმებულთა 95,8% აცხადებს რომ არ ჰქონია სამსახურში სექსუალური შევიწროების გამოცდილება. გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულია სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. ბოლო 4 წლის განმავლობაში არცერთი საქმე არ დაფიქსირდა სასამართლოში სამსახურში სექსუალური შევიწროების მოტივით [გვ. 94-104]. 

შესაძლოა დავასკვნათ, რომ საქართველოს კანონმდებლობით სექსუალური შევიწროება მოწესრიგებულია, შესაბამისად სამუშაო ადგილებზე აღნიშნულს თითქმის არ აქვს ადგილი. გამომდინარე აქედან, ვერ გვექნება სასამართლო პრაქტიკა აღნიშნულზე.

შვედეთში ევროკავშირის ძირითად უფლებათა სააგენტოს 2012 წლის მონაცემებით დასაქმებულთა 81%-ს გამოუცდია სექსუალური შევიწროება. შვედეთის რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ვხვდებით ტერმინს „სექსუალური შევიწროება“: შვედეთის დისკრიმინაციის შესახებ კანონის (2008), სამუშაო გარემოს მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტში(1977), დეკრეტული შევებულების შესახებ სპეციალურ კანონში(1995), შვედეთის სისხლის სამართლის კოდექსში(1962), შვედეთის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ აქტში (2009) [გვ. 12-13]. დისკრიმინაციის შესახებ შვედეთის კანონის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ტერმინი „სექსუალური შევიწროება“ ნიშნავს სექსუალური ხასიათის ქცევას რომელიც ლახავს სხვა პირის ღირსებას. სექსუალური შევიწროების შესახებ სარჩელებს შვედეთის შრომის სასამართლო იღებს,  აპლიკანტების მიერ მოგებულ საქმეებზე უფლების დამრღვევს საშუალოდ   2 500 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა ეკისრება [გვ. 269-270].

საქართველოსა და შვედეთს სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის შევიწროების ერთგვაროვანი დეფინიცია აქვთ. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ამ ორ ქვეყანას მხოლოდ ტერმინის  ერთნაირი განმარტება აერთიანებს.

მოყვანილი ფაქტებიდან ნათელი ხდება 3 აქტივობის სტარტეგიულად დაგეგმვისა და განხორცილების აუცილებლობა:

 

 

  • საკანონმდებო მოწესრიგება - საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ შეიცავს მხოლოდ სექსუალური ხასიათის ქმედების განმარტებას. აუცილებელია სექსუალური შევიწროება დეტალურად იქნეს განმარტებული აღსრულების მექანიზმის გაწერასთან ერთად, როგორც გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში, ასევე შრომის კოდექსშიც და  შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის აღმოფხვრის სხვა კანონმდებლობაში

 

  • მკაფიოდ მოწერიგებული კანონდებლობისა არ ქონა და სექსუალური შევიწროების ცნების შესახებ დასაქმებული მოსახლეობის ცნობიერების უკიდურესად დაბალი დონე  იწვევს სასამართლო პრეცედენტების არარსებობასაცაღნიშნული კი ახალისებს დისკრიინაციის ფაქტების მიჩქმალვას დასაქმების ადგილეში და არამარტო.

 

იმისათვის რომ ვიმუშაოთ თანასწორ გარემოში აუცილებელია სახელმწიფომ, დამსაქმებლებმა და სამოქალაქო საზოგადოებამერთობლივად შექმნან შევიწროებისაგან დამცავი სტრატეგია. შევიწროების შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ქმნის დაცულობის შეგრძნებას და ზრდის ინდივიდების პროდუქტიურლობას დასაქმების ადგილებზე.